1.პროექტის სახელი:,,კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.''
/წმიდა სამების საკათედრო ტაძარი/
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორიას.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ თუ როდის აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი,ვისი პროექტით აშენდა ტაძარი,რამდენი კომპლექსისგან შედგება,როდის
გაიჭრა პირველად წმიდა სამების ტაძრის საფუძველი და როდის იკურთხა,სად ჩამოისხა ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები,როდის დაიდგა სამების ტაძარზე მოოქროვილი ჯვარი,როდის დაიწყო და დამთავრდა ტაძრის გუმბათის მოოქროვება და ბოლოს,როდის დამთავრდება მთლიანად კომპლექსის მშენებლობა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდი თაობის ინტერესის გაძღვიძებას ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი,ქრისტიანობისადმი.მათში განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სულიერებისადმი.ასევე,დავანახოთ ეკლესია-მონასტრების მშენებლობის მნიშვნელობა,როგორც საქართველოს ისტორიულ წარსულში,ისე დღეს.დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული,ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა,ეკონომიკური გასაჭირისა,სიდუხჭირისა,მსგავსად ბაბილონის ტყვეობიდან თავდახსნილი ებრაელი ერისა,რომელმაც წმინდა მიწაზე დაბრუნებისთანავე იერუსალიმის ტაძრის მშენებლობა წამოიწყო,ქართველმა ერმა 70 წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლება უმთავრესი ტაძრის აშენებით აღნიშნა.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-12
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3/4 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის, რატომ უწოდეს ,, ათასწლეულის მშენებლობა''. გამოიყენებენ ინტერნეტს,გაეცნობიან დამხმარე ლიტერატურას, პრესას, მოიძიებენ ფოტო მასალას, მოაწყობენ დისკუსიას,პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებისთვის.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება ,შეიქმნას:
* მოზარდი თაობის დაინტერესება.
* დამოკიდებულების ჩამოყალიბება იმ კუთხით,რომ მიუხედავად ხშირი გასაჭირისა,ჩვენს ქვეყანაში ტაძრების მშენებლობა არასდროს შეწყვეტილა... ,,ჩვენ დღეს სულიერად უფრო გვიჭირს,ვიდრე მატერიალურად.სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი.''
* მაღალი იდეალების მატარებელი თაობა.
* პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდები,რომელთაც ჩამოუყალიბდებათ საკუთარი თავის რწმენა და სხვათა შესაძლებლობების შეფასებისა და აღიარების უნარი.
* სამშობლოს დამცველები ,ურყევი რწმენის განმტკიცების შედეგად.
* ტოლერანტობა.
* ადამიანები,რომელთაც შეეძლებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელთა დევიზი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იქნება /კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა,პრინციპულობა და მოქალაქეობრივი სიმამაცე,თანასწორობა,თანაგრძნობა და მზრუნველობა,ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა/.
* ბროშურის, ფოტოალბომის,ვიდეო მასალის შექმნა,რომელიც დააინტერესებს საზოგადოების ფართო წრეს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს,საეკლესიო პირებს, ასევე უცხოელ ტურისტებს.
*მოლოცვა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის,შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან,სასულიერო პირებთან და ტაძრის წინამძღვართან.პროექტში მონაწილე სკოლის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დალოცვა.
8.სარგებელი სხვებისთვის:წმიდა სამების ტაძრის ისტორიით დაინტერესებული პირები ,როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები, მიიღებენ არაჩვეულებრივ ბროშურას, ფოტო ალბომით,ვიდეო მასალით და ინგლისური თარგმანით.9.სამუშაო ენა:ქართული ენა
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ერევნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ჩვენი პროექტი ძირითადად ეფუძნება შემდეგ სასკოლო დისციპლინებში მიღებულ ცოდნას:ისტორია,გეოგრაფია,სამოქალაქო განათლება,რელიგია,ხელოვნების ისტორია,ქართული ლიტერატურა.ასევე, არასასკოლო სფეროში მიღებულ ცოდნას:ეკლესიურ გარემოსთან ურთიერთობა,ქართული გალობა და ფოლკლორი.
მოსწავლეს ინფორმაციის დაუფლების პარალელურად უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები,უყალიბდება მაღალზნეობრივი ღირებულებები:
*პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენა
*ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
*შემოქმედებითი უნარი
*კომუნიკაცია
*კვლევა
*პრობლემის გადაჭრა
*თანამშრომლობა
*საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა
ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, პროექტზე მუშაობის დროს სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ,მოვიძიოთ,გავაანალიზოთ და განვახორციელოთ პროექტში დასახული მიზნები,რომელიც /მოსწავლეების სკოლაში ან სკოლის გარეთ მიღებული ცოდნა/ პროექტის ხარისხს განაპირობებს.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნინო აფციაური
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: afciaurnino@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ninikoaptsiauri.blogspot.com